შემომყვანი ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შემომყვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Tbilisi Travel
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
ტურისტული კომპანია "Tbilisi Travel" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 19- დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება, (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები)
** აუცილებელია ტურ-ოპერატორად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint, PDF);
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება;
** მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება;
** კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდა;
** რეზერვაციების კონტროლი;
** რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

პირობები:

** სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Helen@tbilisitravel.org და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შემომყვანი ტურ-ოპერატორი".

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე