რეგიონული კოორდინატორი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი - ახალციხე
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
თანდართული ფაილი: 172551-zrda.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA საქართველოში (USAID ZRDA activity in Georgia) არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეყწობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

USAID-ის ზრდა საქართველოში პროექტს ახორციელებს Chemonics International Inc., რომელსაც მხარდაჭერას უწევენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), რეგიონული განვითარების ასოციაცია და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG).

USAID ZRDA საქართველოში და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: რეგიონალური კოორდინატორი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აპრილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: Info@gfa.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე