აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 29 აპრ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე შიდა აუდიტის განყოფილებაში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** შიდა აუდიტის ყოველწლიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის აღსრულება;
** აუდიტორული შემოწმებების ჩატარება;
** აუდიტის პროცესის დეტალური დოკუმენტირება;
** აუდიტის ანგარიშგების, დასკვნებისა და რეკომენდაციებისთვის შესაბამისი დოკუმენტების სათანადოდ მომზადება და წარდგენა;
** აუდიტის შემდგომი მაკორექტირებელი ღონისძიებების მონიტორინგი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში ან ფინანსურ ინსტიტუტში (ბანკი, დაზღვევა და ა.შ.) კონტროლის, მონიტორინგის ან შიდა აუდიტის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** აუდიტის, ბუღალტერიისა და ფინანსების პრინციპების და პროცედურების ცოდნა;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებაზე, კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აუდიტორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე