სავაჭრო ქსელის აუდიტორი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო ქსელის აუდიტორი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: ქობულეთური ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ქობულეთური ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ქსელის აუდიტორის პოზიციაზე (თბილისსა და ქუთაისში).

ანაზღაურება: შეთანხმებით

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

მოვალეობები:

** სავაჭრო ქსელში ქობულეთური ტრეიდინგის სავაჭრო გუნდის მუშაობის რეჟიმების, ხარისხის და ზოგადად ოპერატიული საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი
** სავაჭრო ქსელში სხვა რძის პროდუქტების მწარმოებელი ოპერატორების ბაზრის სეგმენტის ათვისების და ფასების პოლიტიკის წარმოების მონიტორინგი
** სავაჭრო ქსელში პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი
** სავაჭრო ქსელის ტექნოლოგიური მოწყობილობების (სამაცივრე დანადგარების) სიცივის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი
** სავაჭრო ქსელში მომხმარებლების მოთხოვნების, სურვილების და შენიშვნების მონიტორინგი
** მარკეტინგული აქციების პოლიტიკის განვითარებაში თანამონაწილეობა (აქციების, დეგუსტაციების და სხვა საქმიანობის მიზანშეწონილობის განსაზღვრა საწარმო ობიექტების მიხედვით)
** სავაჭრო გუნდის და პროდუქციის ხარისხობრივი საქმიანობის ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: HR.kobuleturi.trading@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე