სტაჟირება სერვის ცენტრში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება სერვის ცენტრში
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
"UGT" წარმოადგენს წამყვან IT კომპანიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა. კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით.

UGT-ს სერვის ცენტრში ვიწყებთ ინჟინერთა მოსამზადებელ 6 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდეგი მიმართულებებით:

** პროგრამულ/ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტალაცია და დიაგნოსტიკა;
** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერების, ფაქსების, კოპირების და სხვა საოფისე აღჭურვილობის) ინსტალაცია და დიაგნოსტიკა.

სტაჟირება 6 თვიანია და შედგება 3 ეტაპისგან:

** I ეტაპი - 1 თვიანი სტაჟირება, ტესტირების საფუძველზე მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა;
** II ეტაპი - სტაჟირება გაგრძელდება 2 თვის მანძილზე და მე-3 ეტაპზე გადასვლა მოხდება ასევე ტესტირების საფუძველზე;
** III ეტაპი - 3 თვიანი სტაჟირება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოხდება სტაჟიორის ან ჩვენს კომპანიაში ინჟინრად აყვანა ან გავუწევთ რეკომენდაციას რომელიმე ორგანიზაციაში სამუშაოდ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** IT სფეროს მიმართ ინტერესი/სიყვარული და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე 30 აპრილის ჩათვლით: hr@ugt.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "სტაჟირება UGT სერვის-ცენტრში".

იუ-ჯი-თი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე