ბარისტა-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: Dom Kofe Georgia
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
Dom Kofe - ეს არის მაღაზიათა ქსელი სადეგუსტაციო დარბაზებით და გიწვევთ აქტიურ და შემოქმედებით ადამიანებს თავის გუნდში!

ვაკანსია ცხადდება: ბარისტა - კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV თუ:

** ხართ 28 წლამდე;
** არ ხართ სტუდენტი;
** იცით სალაპარაკო დონეზე - რუსული ან ინგლისური;
** ხართ ენერგიული და აქტიური;
** გიყვართ ყავა და გსურთ გახდეთ პროფესიონალი ბარისტა;
** გაქვთ მინიმალური გამოცდილება ან საერთოდ არ გაქვთ (გაყიდვების სფეროში);
** გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა;
** გსურთ განვითარება და სწავლა;
** ხართ პასუხისმგებლიანი და გსურთ გუნდში მუშაობა.

რა მოვალეობები გექნებათ?

** მოამზადოთ მაღალ ხარისხიანი ყავის სასმელები მსოფლიო სტანდარტის მიხედვით.
** გაუწიოთ კონსულტაცია მომხმარებლებს, ყავის აპარატებზე, ყავაზე და ყავის აქსესუარებზე.
** მუდმივად ცდილობდეთ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებას და მიიღოთ საპრიზო ადგილები ბარისტას საერთაშორისო ჩემპიონატებში.
** გიყვარდეთ თქვენი საქმე და იცოდეთ ყავაზე და ყავის აღჭურვილობაზე ყველაფერი.

სამუშაო პირობები:

** სტაჟირების პერიოდი (სწავლების აქტიური პერიოდი) გრძელდება 1 თვე;
** სრული სამუშაო გრაფიკი (კვირაში 2-3 დღე დასვენება);
** ხელფასი (საშემოსავლოს ჩათვლით) - 500 ლარიდან;
** მიმზიდველი სოც. პაკეტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხანგრძლივ თანამშრომლობას;
** მაღალხარისხიან სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით;
** დაწინაურების შესაძლებლობას, მონაწილეობის მიღებას საერთაშორისო ჩემპიონატებში, მივლინებებს;
** მუშაობას პროფესიონალებთან ერთად, მეგობრულ გუნდში.
** და რაც მთავარია - განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: bezhanidze.eka@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე