ინგლისური ენის პედაგოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი - ბათუმი
მომწოდებელი: GAI Holding
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
"GAI Holding"-ი აცხადებს ვაკანსიას, ბათუმის სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენი პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენი ჩვენს სასწავლო ცენტრში მუშაობა დაკავშირებული იქნება სწავლების განსხვავებულ და ახალ მეთოდებთან.

სამუშაოდ ვიწვევთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გამოცდილ პედაგოგებს რომლებიც ინგლისურ ენას შეასწავლიან ბავშვებს და უფროსი ასაკის მსურველებს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება-უცხო ენები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისურ ენაზე საუბრის დონე-თავისუფლად
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში ეფექტიანად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** შიდა წესების დაცვის უნარი
** სასწავლო ცენტრში, ან სასწავლო დაწესებულებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

ანაზღაურება: ფიქსირებული 250 ლარი + ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობებიდან შემოსული თანხის 40%.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV აუცილებლად ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: info@gaiholding.com.ge

ტელ: 599 862003; 599 862013

ცენტრი დაუკავშირდება არჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის. დამატებით დეტალები ცნობილი გახდება გასაუბრებაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე