სასტუმრო "გესთი", რომელიც მდებარეობს ავლაბარში, ტურისტულ ადგილას, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** მიიღოს სტუმრები, დაარეგისტრიროს, განათავსოს ოთახში
** შეიტანოს სტუმრების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ ჟურნალში/ ჩანაწერებში
** თვალი ადევნოს შემოსულ ჯავშნებს და შესაბამისად დაბლოკოს ოთახები სასტუმროს სრული დატვირთვის შემთხვევაში
** სტუმრებს შესთავაზოს სასტუმროს მიერ დაწესებული მომსახურებები
** უპასუხოს სატელეფონო ზარებს და შემოსულ ელექტრონულ წერილებს
** აწარმოოს სტუმრის მიერ მიღებული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდა, გასცეს სათანადო ფინანსური დოკუმენტაცია და უზრუნველყოს შემოსული თანხის სათანადო რეგისტრაცია
მოთხოვნები:
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა, ვინც აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს, უნდა დარეკონ ნომერზე 599 60 40 42 |