მიმტანი, რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი, რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: Helium Resto bar and lounge
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
"ჰელიუმი რესტო ბარი და ლაუნგი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მიმტანი

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება
** გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
** ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასიამოვნო გარეგნობის, პასუხისმგებლობის მქონე, ენერგიული.
** 21-დან 30 წლამდე

12 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
მისამართი: დიგმის მასივი 6, კორპ 5ა

2. რესტორნის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი
მისამართი: დიგმის მასივი 6, კორპ 5ა
12 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ძირითადი ფუნქციები:

** რესტორნის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტების განხორციელების კონტროლი;
** გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** ხარჯების მკაცრი მონიტორინგი;
** ობიექტის მარაგების კონტროლი და შეკვეთების წარმოება;
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** შესრულების ხარისხის კონტროლი;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება და მათთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება, შესრულების ხარისხის კონტროლი და თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

პიროვნული უნარ- ჩვევები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** ორგანიზებულობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

საცხოვრებელი და კვება შედის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: heliumtbilisi@gmail.com და სათაურის ველში (subject)მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე