გაყიდვების აგენტი/პრისელერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისელერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
საქართველოს ბაზარზე 10 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანია "ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას
გაყიდვების აგენტის / პრისელერის პოზიციაზე ქუთაისში, სადისტრიბუციო ქსელში სამუშაოდ.

მოთხოვნები:

** ასაკი:20-დან 30წლამდე
** დისტრიბუტორად, გაყიდვების აგენტად ან ზოგადად კერძო ორგანიზაციის გაყიდვების განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მართვის მოწმობა ბ კატეგორია
** საკუთარი მსუბუქი ეკონომიური ავტომობილი (აუცილებელია)
** არითმეტიკის კარგად ცოდნა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა და სწრაფი აზროვნების უნარი

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის რეალიზაცია სავაჭრო ქსელში;
** დებიტორული დავალიანების აგროვება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხობრივი წარმოჩენა სავაჭრო ობიექტებში;
** პროდუქციის პრეზენტაცია ახალ კლიენტებთან;

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან არა ანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით(ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე:vacancygb@gmail.com და გთხოვთ, ველში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრისელერი ქუთაისი". წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე