სახლის ოსტატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახლის ოსტატი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 24 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას.

სკოლა აცხადებს ვაკანსიას სახლის ოსტატის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09.00.სთ -16.00.სთ.
** ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული ხელფასი)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** სკოლის შიდა მეურნეობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის ტექნიკური პრობლემების მოგვარება
** სამეურნეო საქონლის შესყიდვების დაგეგმვაში და მარაგის გაკეთებაში მონაწილეობის მიღება
** სამეურნეო საქონლის შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა
** სკოლაში არსებული სადურგლო ინვენტარის შეკეთება
** სკოლის შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ყოველდღიური მონიტორინგი
** სკოლის შენობის მიმდინარე და გაუთვალისწინებელი რემონტების ხელმძღვანელობა
** სკოლის შენობაში არსებული ყველა სახის საკომუნიკაციო სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სკოლის ტერიტორიაზე არსებული გამწვანების მოვლა-განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული ან ტექნიკური განათლება (სასურველია ელქტროობისა და სანტექნიკის მიმართულებით)

დამატებითი უნარები:

** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

მაღალპროფესიონალურ, თბილ და მეგობრულ გარემოს, ზრუნვას კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თანადგომას სამუშაო პროცესის წარმატებით და ხალისიანად განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: სატელეფონო გასაუბრება, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge | fwstbil.verein@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე