დიპლომატიური კონფერენცია ნიუ-იორკში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიპლომატიური კონფერენცია ნიუ-იორკში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
გაემგზავრე ამერიკაში ახალგაზრდულ კონფერენციაზე და გახდი შენი ქვეყნის ელჩი!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს 12-დან 29 წლამდე გიწვევთ დიპლომატიურ კონფერენციაზე ნიუ-იორკში, რომელიც გაიმართება 2018 წლის 15-20 აგვისტოს.

პროექტი შესაძლებლობას გაძლევთ განივითაროთ დიპლომატიური, მოლაპარაკებების წარმოების, დებატების უნარები.

კონფერენციაზე თქვენ გახდებით გაეროს დელეგატები და თქვენ მოსაზრებებს წარადგენთ სიმულაციურ ასამბლეაზე. თანატოლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეობას მიიღებთ სხვადასხვა აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

პროექტში მონაწილეობის საფასურია 2000 დოლარი, რაც მოიცავს:

** მონაწილეობას პროექტში დელეგატის სტატუსით;
** საერთაშორისო სერთიფიკატს;
** ყველა საკონფერენციო მასალით უზრუნველყოფას;
** სავიზო პროცედურებისთვის მომზადებას;
** საცხოვრებელს
** რეგისტრაციის საფასურს.

აღნიშნული თანხა არ მოიცავს მგზავრობის ხარჯს და სავიზო მოსაკრებელს.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსეთ ქვემოთ მითითებული განაცხადის ფორმა: http://www.goo.gl/dvPXox

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 238 234; 593 737 195; 574 334 777
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე