ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე
მომწოდებელი: ქეა
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 25 აპრ
"ქეა საერთაშორისო" აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურეობაზე.

სადაზღვევო კომპანიამ სრულ სადაზღვევო პაკეტთან ერთად, აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ფასთა განაკვეთები შემდეგ მომსახურეობაზე:

** ჰოსპიტალიზაცია (გადაუდებელი/გეგმიური)
** ამბულატორიული მომსახურეობა (გადაუდებელი/გეგმიური)
** ონკოლოგია, კარდიოქირურგია
** ორსულობა/მშობიარობა
** მედიკამენტები (ოჯახის ექიმის მიმართვით/გარეშე)
** სამოგზაურო დაზღვევა
** სტომატოლოგიური მომსახურეობა (გადაუდებელი/გეგმიური)

სატენდერო განცხადების განხილვისას, ყურადღება დაეთმობა სხვა მომსახურების ფასებსა და ლიმიტებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით. "ქეა საერთაშორისო" -ოს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, არჩილ ცაგარელის ქუჩა #37, ან გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Temuri.kurtanidze@care.org

სატენდერო წინადადებას თან უნდა ერთოდეს:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი
** მომსახურეობის ჩამონათვალი და ღირებულება-ქართულ და ინგლისურ ენაზე

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, თქვენი წინადადება არ განიხილება.

საკონტაქტო პირი:

თემური კურტანიძე: Temuri.kurtanidze@care.org
საკონტაქტო ნომერი: 2 29 19 41; 2 29 13 78
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე