ტენდერი სასტუმრო, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სასტუმრო, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 7 მაი
თანდართული ფაილი: 172465-wv.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს მომწოდებლების შერჩევას რეგიონებში სასტუმრო, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისათვის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის"

პროექტი: "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის"
დონორი: ევროკავშირი
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

ძირითადი მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

განხორციელების/სამუშაო პერიოდი: 01.02.2018 - 31.01.2020

გეოგრაფიული არეალი: საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტი:

** კახეთის რეგიონი: თელავი, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები;
** სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები;
** იმერეთის რეგიონი: ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები;
** ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
** სამეგრელოს რეგიონი: აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტები;
** აჭარის რეგიონი: ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტები;

მომსახურება:

** ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტები;
** სამეგრელოს რეგიონი: აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებში;
** აჭარის რეგიონი: ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტებში:

- საკონფერენციო დარბაზი
- სასტუმრო
- მზა კვებით მომსახურება (catering)

შერჩევასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

თეა კვინტრაძე
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
ელ. ფოსტა: Thea_kvintradze@wvi.org
ტელ: 577404651

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** შევსებული ფასების ფორმა შესაბამის კატეგორიაზე (თანდართულია)*;
** კომპანიის შესახებ ინფორმაცია (თანდართულია)*.

* ორივე დოკუმენტი მოცემულის დანართის სახით, ექსელის ფაილში.

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში World Vision International-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის 61, თბილისი, საქართველო. ან გამოგზავნოთ შემდეგ E-mail-ზე: Geoo_tender@wvi.org

განაცხადის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 7 მაისი, 2018 წელი, 18:00. გთხოვთ კონვერტის გარეთა მხარეზე ან წერილის Subject-ში დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერები - ECSGG".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე