მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას მთავარი დიზაინერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები;
** სახლის მოწყობისთვის საჭირო პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** აუცილებელია, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3DMax, AUTOCAD, Adobe Photoshop, Corel Draw და ასევე Microsoft Office (Word, Excel).
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში დიზაინერულ/არქიტექტურული მიმართულების განვითარება და გაძღოლა;
** დიზაინერულ/არქიტექტურული კუთხით წამოჭრილი საკითხების მენეჯმენტი, გადაჭრა;
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** დიზაინერული გუნდის მართვა და კლიენტებთან ურთიერთობა;
პირობები:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე (მზარდი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი -სამუშაო ); სამუშაო საათები: 10:00-19:00.
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)
დამატებითი ინფორმაცია:
თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: http://www.bellemaison.ge
Facebook : http://facebook.com/VilleroyandBochGeorgia
https://www.facebook.com/pages/Belle-Maison/280969238724764?ref=hl
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: david@decorum.ge
კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.
სავალდებულოა:
** რეზიუმე და პორტფოლიო ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "მთავარი დიზაინერის" პოზიცია.
** გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV, ასევე CV რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღწერილ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს არ დაექვემდებარება განხილვას. |