კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 12 აპრ / ბოლო ვადა: 11 მაი
თანდართული ფაილი: 171994-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

http://www.amboli.ge
http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება;
** მოსმენისა და დარწმუნების უნარი;
** გაწონასწორებულობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პრეზენტაციების მომზადება და წარმართვა;
** პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნილებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ბაზებთან მუშაობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 11 მაისი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე