ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 1 სექ
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA).

რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 სექტემბრამდე http://ls.bog.edu.ge/entrant/

რატომ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი?

** კარიერული წინსვლა და უკეთესი პირობებით დასაქმება
** უნივერსიტეტში მიღებული უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა იქნება ბიზნესის ინდუსტრიაში თქვენი დასაქმების გარანტი;
** მომზადებული იქნებით რეალური ბიზნესგარემოსთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს კონკურენტულობას ბაზარზე
** პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი
** გასწავლიან საუკეთესო ლექტორები, ხოლო მენტორობას გაგიწევენ პრაქტიკოსი პროფესიონალები;
** რეალური კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან
** თქვენთან ერთად ისწავლიან საუკეთესო სტუდენტები
** უშუალო შეხება გექნებათ წამყვანი ქართული კომპანიების ტოპ მენეჯერებთან

დამატებითი ინფორმაცია:

** სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
** სწავლის ღირებულება: 7500 ლარი წელიწადში

ფინანსური მხარდაჭერა:

ყველა სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100% დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას მერე, რაც დაასრულებს სწავლას:

** 10 საუკეთესო სტუდენტი დაფინანსდება სრულად;
** შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე;

საკონტაქტო პირი: მეგი ყორანაშვილი
ტელ.: +32 2 444864 (8083)
ელ.ფოსტა: mkoranashvili@bog.edu.ge | info@bog.edu.ge
ვებ გვედი: http://www.bog.edu.ge | http://www.mba.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე