დარბაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დარბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ
"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას და აცხადებს ვაკანსიას დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტში მიმდინარე მომსახურების პროცედურულად და ტექნიკურად გამართულობის, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესების მართვა დადგენილი პროცედურების მიხედვით;
** მარკეტის საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** მარკეტის ყოველთვიური შემოწმების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რეკომენდაციების გათვალისწინება და დანერგვა;
** გაყიდვების ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება, ამ პროცესის შემდგომი კონტროლი, მხარდაჭერა;
** მომხმარებლის მაღალი ხარისხით მომსახურების კულტურის დანერგვა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და კონტროლი;
** მართვის სისტემის დახვეწის მიზნით ახალი აუცილებელი რეგულაციების, პროცედურების შემუშავება;
** კომპანიის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** თანამშრომლების აუცილებელი უნარებისა და ცოდნების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პროდუქციის ცოდნა სასაქონლო მახასიათებლების მიხედვით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2018 წლის 10 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე