მთავარი ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 14 მარ
"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას და აცხადებს ვაკანსიას მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების მართვა, კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო ობიექტზე დაწესებული მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის დაცვის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე შეკვეთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე ნაშთის კონტროლი;
** ობიექტზე პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** ეტიკეტების და შემადგენლობების სისწორის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პროდუქციის ცოდნა სასაქონლო მახასიათებლების მიხედვით;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დავალებების გადანაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2018 წლის 10 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე