ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 14 თებ / განახლდა: 19 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

პოზიციის ფუნქციები:

ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება:

** შინაგანაწესი;
** შრომითი ხელშეკრულებები;
** ბრძანებების მომზადება;
** თანამშრომლების ბაზაში შეყვანა (პირადი საქმის შექმნა);

ადამიანური რესურსის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება:

** ვაკანტური პოზიციისათვის კადრის შერჩევაში მონაწილეობის მიღება ( ტესტირება, გასაუბრებაზე მყოფი აპლიკანტების მონაცემების დაარქივება)
** საკადრო რეზერვის შექმნაში მონაწილეობა

ადგილმდებარეობა: ნატახტარი
სავარაუდო ანაზღაურება: 700 - 800 ლარი

ანგარიშვალდებულება: HR მენეჯერის წინაშე

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური/რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.
** ერთ წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარით;

კანდიდატის შერჩევა ჩატარდება რამდენიმე ეტაპად.

გთხოვთ, CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@barambo.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 მარტი, 2018 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე