სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ
თანდართული ფაილი: 166312-application.zip
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იწვევს მსურველებს სტაჟირების გასავლელად საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემდეგ პოზიციებზე:

პოზიციის დასახელება: საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
პერსპექტივა: შემდგომი დასაქმება
სტაჟირების პერიოდი: 3 (სამი) თვე

ფუნქციები

** საქართველოს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
** მივლინების ბრძანებების ატვირთვა ხაზინაში და საბუღალტრო პოგრამაში გატარება;
** ხარჯების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** საწყობი, მატერიალურ ფასეულობათა მოძრაობის აღრიცხვა;

ენები

** ქართული ენა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა

** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #429 2014 წლის 31 დეკემბერი "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** საბუღალტრო პროგრამა "ინფო საწარმო"

დამატებითი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსი;

პოზიციის დასახელება: ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
პერსპექტივა: შემდგომი დასაქმება
სტაჟირების პერიოდი: 3 (სამი) თვე

ფუნქციები:

** სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული რემონტის მიმდინარე ხარჯების აღრიცხვა დამუშავება შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** სარემონტო მომსახურეობის სატენდერო დოკუმეტაციის შედგენა;
** ავტოსერვისებში სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურეობის და მიმდინარე რემონტის უზრუნველყოფის კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების ანკეტების სრულყოფილად წარმოება;
** შესასყიდი ობიექტის მოძიების მიზნით ბაზრის კვლევის პროცედურების წარმოება;

ენები:

** ქართული ენა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა:

** ავტომანქანის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების ცოდნა (ქართულ ენაზე);
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft office word
** Microsoft office excel

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსი.

პოზიციის დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
პერსპექტივა: შემდგომი დასაქმება
სტაჟირების პერიოდი: 3 (სამი) თვე

ფუნქციები:

** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** შესასყიდი ობიექტის მოძიების მიზნით ბაზრის კვლევის პროცედურების წარმოება;
** ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ენები:

** ქართული ენა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა

** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი
** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება
** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრის და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსი.

პოზიციის დასახელება: ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის განყოფილების თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
პერსპექტივა: შემდგომი დასაქმება
სტაჟირების პერიოდი: 3 (სამი) თვე

ფუნქციები

** შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვის მიზნით სავარაუდო ღირებულებების, მიწოდწბის და საგარანტიო ვადების დადგენის მიზნით ბაზრის შესწავლა ;
** შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავება;
** შესასყიდი საქონლის ნუსხის შედგენა და მათი შესყიდვის მიზნით შესაბამისი საქონლის მარაგების მართვა და სასაწყობო განყოფილებიდან გაცემების მიმოქცევის ინფორმაციის ამოღება:
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

ენები:

** ქართული ენა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა:

** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი
** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, სტაჟირების ვადის გასვლიდან 20 დღის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 23 თებერვლამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე