გაყიდვების მენეჯერი - ელექტრობა და შენობის მართვის სისტემები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ელექტრობა და შენობის მართვის სისტემები
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
UGT აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობისა და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით.

ძირითადი საქმიანობა:

** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა - შეთავაზება, განფასება;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების დროულად შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** ზრუნვა არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების სრულყოფაზე;
** მომწოდებლებთან პროდუქტის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით - ელექტრობა, სახანძრო და უსაფრთოხების სისტემები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** კარგი გაყიდვების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმატებულად გაართმევთ თავს სამუშაოს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: hr@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი - ელექტრობა და BMS.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 თებერვალი 2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე