სტაჟირება ავტო ზარალების მომსახურების განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება ავტო ზარალების მომსახურების განყოფილებაში
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს სტაჟირებას ავტო ზარალების მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. ყაზბეგის გამზ. 25
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)

სტაჟიორი ავტო ზარალების მომსახურების მენეჯერებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:

** ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
** კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
** დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

აუცილებელი უნარები:

** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "სტაჟირება ავტო ზარალების მომსახურების განყოფილებაში".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე