ინკუბატორის ინჟინერ-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინკუბატორის ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინკუბატორში ბიოუსაფრთხოების წესების და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა/კონტროლი
** წინა დღის მორიგე ოპერატორისგან განვლილი ღამის მორიგეობის ანგარიშის მოსმენა და მორიგე ოპერატორის ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერებთან გაცნობა
** მორიგე ოპერატორის მუშაობის კონტროლი, ოპერატორისთვის დავალებების გაცემა და მათი მხრიდან შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** ინკუბატორის და საჩეკის გაშვებამდე შესაბამისი კარადების შემოწმება
** ინკუბატორის და საჩეკის გაშვებამდე შესაბამისი კარადების ავარიულ სიგნალიზაციაზე რეაგირების შემოწმება
** სატრანსპორტო საშუალებებში, საწარმოო ზონებში, ინკუბატორის და საჩეკის კარადებში არსებული ტექნოლოგიური მდგომარეობის (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი
** ავარიებზე დროული რეაგირება და მორიგე ოპერატორთან ან კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დაზიანებული დეტალის გამოცვლა/რემონტი
** დანადგარების შეზეთვა და შესაბამისად მექანიკურად გამართულობის მონიტორინგი/უზრუნველყოფა
** ინკუბატორის დანადგარების მოვლა-შენახვა და სწორად ექსპლოატაციისათვის ყურადღების მიქცევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, ელექტრო ინჟინერიის განხრით
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: hr@chirina.ge 2018 წლის 24 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე