Full Stack დეველოპერი, Front-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Full Stack დეველოპერი, Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის და Front End დეველოპერის პოზიციებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (5-დღიანი სამუშაო კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 2 დასვენების დღე: შაბათი და კვირა). სამუშაო დრო განისაზღვრება: 10 სთ-დან 19 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული
ადგილმდებარეობა: თბილისი

დამატებითი ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** კვება

1. ფულსტეკ დეველოპერი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ დეველოპმენტში
** ASP.NET-ისა და C#-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** მარკაპისა და ჯავასკრიპტის ცოდნა
** MS SQL Server -თან მუშაობის გამოცდილება
** დიდი ზომის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაოს აღწერა:

** არსებული ვებ-საიტების განვითარება და მხარდაჭერა
** შიდა ადმინ პანელების განვითარება და მხარდაჭერა
** პროდუქტები/პროგრამები, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა:
** Visual Studio - ძირითადი სამუშაო
** MS SQL Management Studio - მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ
** Git - SourceTree - გუნდათ ერთად სამუშაოდ
** TFS - პროექტების მართვის პროგრამა, სადაც იქნება აღწერილი დავალებები

ანაზღაურება: 2,500 - 4,500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე)

2. ფრონტენდ დეველოპერი

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მარკაპირებასა და ვებ-საიტების შექმნის მიმართულებით
** ჯავასკრიპტის მაღალ დონეზე ცოდნა
** პროდუქტები/პროგრამები, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა:
** Visual Studio - ძირითადი სამუშაო
** Git - SourceTree - გუნდათ ერთად სამუშაოდ
** TFS - პროექტების მართვის პროგრამა, სადაც იქნება აღწერილი დავალებები

ანაზღაურება: 1,500 - 3,500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე)

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ჯგუფში/გუნდში მუშაობის უნარი
** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალური და დისციპლინირებული
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე