ვადაგადაც. სესხების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვადაგადაც. სესხების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მოთხოვნათა მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 14 მარ
"მოთხოვნათა მართვის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე.

ჯგუფის ხელმძღვანელის ძირითადი მოვალეობები:

** გაწერილი პრობლემური აქტივების პორტფელების მართვა;
** არსებულ სესხებზე დაფარვის ოპტიმალური გეგმის შემუშავება და საქმიანობის სწორი დელეგირება;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დაფიქსირება ყოველდღიურად;
** მართვაში მყოფი სესხების მონიტორინგი და დაფარვის კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის გეგმებისა და სამუშაო გრაფიკის გაწერა;
** საკითხების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
** ყოველთვიური და დაკორექტირებული გეგმის მომზადება არსებულ სესხებზე;
** დაფარვების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება.

ქოლცენტრის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება;
** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (ბონუსი, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: mmk_117@mail.ru და ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე