ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
თანდართული ფაილი: 166295-cenn-tender.zip
CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** მგზავრების გადაყვანა თბილისიდან სომხეთის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** მგზავრების გადაყვანა თბილისიდან აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 25 თებერვლამდე, ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27, ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალება, იხ. მიმაგრებული ფაილის სახით), (სავალდებულო);
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (სავალდებულოა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში);
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 2 751903/04
მობ: +995 591 219911
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე