სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ვიტ ჯორჯია ფარმი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 14 მარ
ფარმაცევტული კომპანია "ვიტ ჯორჯია ფარმი" წარმოადგენს მსოფლიო წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში: "იტალფარმაკო", "ქსანტის ფარმა", "სითიეს ქემიკალ ინდასთრის", "ლაიფ ონ ჰელსქეა", "დია დერმ". ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მედიკამენტები, სამკურნალო საშუალებები და პროდუქტები ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლისათვის და სამედიცინო საზოგადოებისათვის.

მსოფლიო წამყვანი სამედიცინო საზოგადოებების მიერ დადასტურებული და ჩვენი ექსკლუზიური მწარმოებლების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯერებით მიღებული ინფორმაცია იწვევს მუდმივ ინტერესს, როგორც ჩვენს გუნდში, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში. კომპანიის სტრატეგია დაფუძნებულია სამედიცინო პერსონალის ინფორმირებაზე მკურნალობის თანამედროვე მიდგომების და მედიცინის აქტუალური საკითხების შესახებ.

ფარმაცევტული კომპანია "ვიტ ჯორჯია ფარმი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში, სამეგრელოს და აჭარის რეგიონებში.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ფარმაცევტებთან;
** სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ინფორმაციით მედიკამენტებზე, მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიებსა და მართვის პრინციპებზე;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელთან;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება, ანალიზი და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

პირადი მახასიათებლები:

** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** კომუნიკაბელობა, ენერგიულობა მოლაპარაკებების წარმოების და მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას, ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას, სატრანსპორტო და სატელეფონო პაკეტებს;
** კარიერული ზრდის პერსპაქტივას, პროფესიულ განვითარებას სამედიცინო და ფარმაცევტული გაყიდვების მიმართულებით.

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი).
საგამოცდო პერიოდის შემდეგ ანაზღაურება ზრდადია.
ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება კანდიდატის აქტივობაზე, უნარ-ჩვევებზე და გაყიდვების შედეგებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: witgeorgiapharmfb@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე