შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კორპორაცია ქართული ღვინო
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** პოტენციური ლოჯისტიკური კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის უკვე არსებულ ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** ლოჯისტიკური კომპანიების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
** სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი;
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** რეპორტინგი;
** წარმოებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების შესყიდვა;
** მუდმივად მოიპოვოს ინფორმაცია, მაკომპლექტებელი მასალების ალტერნატიულ მწარმოებლებზე;
** შესყიდული საქონელის შესაბამის განყოფილებისთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** საბაჟო პროცედურების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: HR@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2018 წლის 21 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე