აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა
მომწოდებელი: საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
თანდართული ფაილი: 166279-sao-apps.zip
სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5 წლიანი სერტიფიკატი.

ტრენერები:

** ფინანსური აუდიტი (ტრენერები - თორნიკე შერმადინი, ვახტანგ კეჟერაძე);
** შესაბამისობის აუდიტი (ტრენერი - ვახტანგ კეჟერაძე,);
** ეფექტიანობის აუდიტი (ტრენერები - ირაკლი წიწილაშვილი, გიორგი კაპანაძე);
** საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (ტრენერი - ზურაბ თოლორდავა);
** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (ტრენერი - ივანე შავდათუაშვილი).

დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 8 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
** საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 22 ივნისამდე დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

** შესაბამისი განცხადება;
** სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
** გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. სასწავლო კურსის წარმატებით გავლისათვის საჭიროა 4 შუალედურ ტესტირებიდან თითოეულში ქულების არანაკლებ 30%-ის, ხოლო ჯამურად ოთხივე შუალედურ ტესტირებაში არანაკლებ 50% -ის დაგროვება.
** სასერტიფიკაციო გამოცდის, რომელიც შედგება 60 ტესტისგან, წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

საბანკო რეკვიზიტები:

** მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
** მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
** ბანკის კოდი _ TRESGE22;
** მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122
** საბუთების მიღების ვადა: 2018 წლის 8 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

sai@sao.ge
+(995 599) 39 07 77 ხათუნა ჩაგანავა

იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი(განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო. დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე).
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე