კლიენტთა მრჩეველი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას (საგამოფენო დარბაზისთვის) კლიენტთა მრჩეველის თანამდებობაზე ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში.

კლიენტთა მრჩეველის მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** კორექტულად და კეთილგანწყობით მოეკიდოს თითოეულ მყიდველს, ყურადღება მიაქციოს საკუთარი მეტყველებისა და მანერების დახვეწილობას;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კლიენტთა მრჩეველი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე