უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე:

პოზიციის დასახელება: უფროსი სპეციალისტი (ხელშეკრულებების რეგისტაციის განყოფილება)

სამუშაოს დეტალური აღწერა: საქართველოს ენერგოსისტემის ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების გზით ენერგოსისტემის საიმედო და ეკონომიური მუშაობის ანალიზი.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** სისტემის მუშაობის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
** თბოსადგურების მუშაობის ანალიზის მომზადება, მათ შორის ბუნებრივი აირის ხარჯვის ანალიზი.
** დაგეგმილი და განხორციელებული იმპორტის მოცულობების, ფასებისა და ღირებულებების ანალიზის მომზადება.
** დღის, კვირის და თვის ანგარიშების მომზადება.
** სისტემის მუშაობის მოკლევადიანი (დღე-კვირა), საშუალო ვადიანი (თვე-კვარტალი) და გრძელვადიანი (სემესტრი-წელი) პროგნოზების ანალიზი, მათ შორის და არა მხოლოდ:

- თბოსადგურებისა და იმპორტების მოცულობებისა და ფასების შესახებ.
- რისკების იდენტიფიცირება და სხვა სამსახურებთან ერთად მათი გავლენის შემცირების ღონისძიებების განსაზღვრა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** განათლება: უმაღლესი.
** MS Office პროგრამის ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2018 წლის 21 თებერვლამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ. #2.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე