საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი
მომწოდებელი: ჯითიდიეფ სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 14 მარ
სამშენებლო და მოსაპირკეთებელი კომპანია "GTDF Solutions"-ი აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინრის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სწორი ორგანიზაციის კონტროლი; სამუშაოთა ურთიერთ მიბმა ვადებისა და ტექნოლოგიური თანმიმდევრობის გათვალისწინებით, მათი შესრულების ხარისხის სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გრაფიკების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა, დამტკიცებული პროექტებისა და გრაფიკების შესრულებაზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება;
** ტექნიკური საშემსრულებლო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია. ტექნიკური არქივის მუშაობის ორგანიზება;
** სამუშაოთა ცალკეულ სახეობაზე კალკულაციების შედგენა. დეფექტური უწყისების შედგენაში და განფასებაში მონაწილეობის მიღება.
** კონტროლის გახორციელება დამტკიცებული ნორმებისა და ტარიფების სწორ გამოყენებაზე;
** ობიექტების მიხედვით მენარდე ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ყოველთვიურ აღრიცხვის: ნაზარდი ჯამების, ფორმა #2 და ფორმა #3 დოკუმენტაციის წარმოება;
** კონტროლი სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალების წარმოებაზე, ფარული სამუშაოებისა და სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტების დროულად გაფორმებაზე და სხვა საანგარიშო დოკუმენტების სწორად წარმოებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამავე სფეროში;
** სამშენებლო განათლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.sumbadze@gtdfs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე