დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
წონითი ყავის სადისტრიბუციო კომპანიას ესაჭიროება დისტრიბუტორი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილებით.

პიროვნულ თვისებებთან და გამოცდილებასთან ერთად აუცილებელი მოთხოვნებია:

** საკუთარი მსუბუქი დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ყოლა, უპირატესობა მიენიჭებათ ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანიანებს
** თანამშრომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა იყოს სამსახურის ადგილმდებარეობასთან ახლოს (თბილისი, ქიზიყის ქუჩა, (პეპელა))

ამ ორი აუცილებელი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებით, არ განიხილება სხვა პირობები.

ანაზღაურება: ნავაჭრი თანხის 10% . ამ 10%-ში ანგარიშდება/შედის მანქანის ცვეთა და საწვავის ხარჯი, ანუ ცალკე სხვა ხარჯებს კომპანია არ ანაზღაურებს, თუმცა თვის განმავლობაში დისტრიბუტორი თავად არ ასხმას საწვავს, არამედ კომპანიის ბარათიდან, რომელიც თვის ბოლოს ჯამდება და იქვითება 10%-დან. მაგალითად: ნავაჭრი 10 000 -დან ხელფასი 1000 ლარია, და ამას გამოაკლდება მოხმარებული საწვავის ღირებულება, რაც ნაკლებია წვა მით მეტია ხელფასი.

დისტრიბუტორის სამუშაო ქსელი 65% აწყობილია, ასათვისებელია ახალი მაღაზიები, ამიტომ საჭიროა შრომისმოყვარეობა. პიროვნებები რომლებსაც არ უყვართ ან არ შეუძლიათ თავაზიანი საუბარი და კონტაქტური ურთიერთობის დაჭერა ობიექტებთან ამ სამუშაოსთვის არ გამოდგებიან. სამუშაო დრო და გარემო არ არის რუტინული და მკაცრი, როგორც უმეტესობა ფირმებშია, ჩვენი მიზანია კეთილსინდისიერებაზე და შრომისმოყვარეობაზე ორიენტირება და არა წუთებზე გამოკიდება.

დამიკავშირდით დილის 11 საათიდან - საღამოს 5 საათამდე: 577 554 301 ან 599 273 755
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე