ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 თებ / განახლდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
თანდართული ფაილი: 166244-sos-kd-tender.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (აღჭურვილობის ჩამონათვალი-შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან. შესასყიდი საქონლის რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ ერთი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ).

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "კომპიუტერული ტექნიკა", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 21 თებერვალი 16:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე