გარე გაყიდვების აგენტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: City Mall Georgia
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
კომპანია "სითი მოლ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "სითი მოლ ჯორჯია" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა - შეთავაზების გაკეთება, პრეზენტაციის ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.;
** არსებული კლიენტების მომსახურება, განახლებების შეთავაზება;
** ყოველდღიურად ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება პროცესის/გაყიდვების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

სამუსაო გრაფიკი და ანაზრაურება:

** ანაზღაურება ფიქსირებული 150 ლარი + ბონუსი გაყიდული ნივთის 10%
** გარე გაყიდვების ჯგუფის ობიექტზე გასვლის ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია.
** ყოველ 3 თვეში ერთხელ მოდომებულ გაყიდვების ოფიცრებზე მოხდება ხელფასის ზრდა
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 17:00, შაბათი 12:00 - 16:00.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: HR.citymallgeorgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება გარე გაყიდვების აგენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე