ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელმაც საერთაშორისო ბრენდის World Class-ს პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"World Class" არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 85 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლის რეგისტრაცია;
** კლუბის წევრების რეგისტრაცია ჯგუფურ პროგრამებზე, პერსონალურ ვარჯიშებზე და სხვა მომსახურებებზე;
** კლუბის წევრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** კლუბში შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** კლუბის წევრებისთვის სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის კონულტაციის გაწევა;
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერების წარმართვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Upper Intermediate);
** რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონზე ცოდნა (MS Office);

უნარები:

** გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანი.

სამუშაო გრაფიკი: ცვლები

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@worldclass.ge არაუგვიანეს 2018 წლის 13 მარტისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე