მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" აცხადებს კონკურსს გადამზიდავ კომპანიაში სატვირთო ავტომობილის (კონტეინერმზიდის) მძღოლის ვაკანსიაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კონტეინერის / ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება სხვადასხვა მიმართულებით;
** შეამოწმოს კონტეინერის მდგომარეობა და ზიანის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის პირებს;
** მუდმივ კავშირში იყოს დისპეტჩერთან და სხვა პერსონალთან;
** უზრუნველყოს დისპეტჩერის და სხვა პასუხისმგებელი პირების დავალებების ჯეროვნად და დროულად შესრულება;
** მოახდინოს დროული რეაგირება ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობაზე ან სხვა გარემოებაზე რაც აფერხებს ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს და შეძლებისდაგვარად ადგილზე აღმოფხვრას ის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მამაკაცი 25-დან 55 წლამდე, ფიზიკურად დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** E კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული;
** გამოცდილება საკონტეინერო გადაზიდვებში ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@gte.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე