სატენდერო განაცხადი - ანტი-ბულინგური პროგრამა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატენდერო განაცხადი - ანტი-ბულინგური პროგრამა
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) შემუშავებასთან და ტრენინგ(ებ)ის ჩატარებასთან დაკავშირებით .

ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) შექმნის და შესაბამისი ტრენინგ(ებ)ის ჩატარების მიზნით, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) შექმნა.

ანტი-ბულინგური პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი: მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები, ალტერნატიულ ზრუნვაში დასაქმებული აღმზრდელები, სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალისტები (პედაგოგები) და ასევე, ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტები (ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები).

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** მიზნობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) შემუშავება;
** შემუშავებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისათვის (ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები) ტრენინგ(ებ)ის ჩატარება.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული/ფიზიკური პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული ყველა პირის შესახებ ინფორმაცია და მათი კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები (ავტობიოგრაფია/CV) (შენიშვნა: კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ ფსიქოლოგებს);
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ (იგულისხმება სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტის და/ან პროგრამის შემუშავების, ასევე, ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის, ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და ბავშვებს შორის ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გამოცდილება);
** ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) თემატიკა და სამუშაოს შესრულების ვადები;
** ორგანიზაციაში დასაქმებული სპეციალისტებისათვის (ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები) ჩასატარებელი ტრენინგ(ებ)ის დღის წესრიგის მონახაზი და სამუშაოს შესრულების ვადები.

ფასის განაცხადი:

** ანტი-ბულინგური პროგრამის (პრაქტიკული სახელმძღვანელო) შემუშავებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით;
** ტრენინგ(ებ)ის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით (შენიშვნა: ტრენინგ(ებ)ი ჩატარდება ქ. თბილისში, SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაციულ შენობაში; ტრენინგ(ებ)ში მონაწილეთა კვება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის მიერ).

თანხის გადახდის პირობები:

** მომსახურების საფასურის სრულად გადახდა მოხდება მომსახურების მიწოდების შემდგომ.
** მომსახურების გაწევის ვადები: 2018 წლის 1 აპრილიდან - 30 სექტემბრამდე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ "პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება".

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური და ფასის განაცხადი უნდა იქნას ცალ-ცალკე კონვერტით წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს დალუქული).

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 1 მარტი, 14:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე