ტენდერი ლოგოს შემუშავებასა და ვებ-გვერდის აწყობაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ლოგოს შემუშავებასა და ვებ-გვერდის აწყობაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
თანდართული ფაილი: 166217-cenn-tender.zip
CENN, ევროკავშირის ENPARD II პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის" (#KedaLEADER #ქედალიდერი) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფისათვის (Local Action Group - LAG) ლოგოს შემუშავებასა და ვებგვერდის აწყობაზე.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ: ჯგუფი წარმოადგენს აჭარის ა/რ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანებას. ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობრივი მეთოდით, მომდევნო ეტაპზე კი, ინოვაციური პროექტების განხორციელება სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შემქმნელი მდგრადი პროექტების იდენტიფიცირება, ინოვაციური პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, ინვესტიციების მოზიდვა და საბოლოო ჯამში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების ხარჯზე.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობა, მთლიანად ეყრდნობა ევროკავშირის ე.წ. "LEADER" (ლიდერი) მიდგომას. ამ მიდგომის მთავარი იდეაა სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებითა და მათი ძალისხმევის გაერთიანებით. მიდგომა ეყრდნობა დაგეგმვის ქვემოდან-ზემოთ (Bottom up) პრაქტიკას და რეგიონის განვითარებას განიხილავს ადგილობრივი აქტორების თანამონაწილეობითა და ადგილობრივი თემების გაერთიანებით საერთო მიზნებისა და ხედვის ირგვლივ.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ლოგოს შემუშავება LAG-ის წევრებთან აქტიური თანამშრომლობით;
** ორენოვანი ვებგვერდის დამზადება;
** საიტის მართვის ტრენინგის და ოპერირების პროგრამული სახელმძღვანელოს უზრუნველყოფა;
** საიტის გაშვებიდან 1 წლის ვადაში, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის სერვისის მოწოდება (საჭიროების შემთხვევაში)
** სამუშაოს შესრულება წინასწარ დათქმულ ვადაში;

ტენდერში მონაწილეობა:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულმა პირებმა / კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები 2018 წლის 1 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nata.davlianidze@cenn.org

კითხვების ან/და კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით +995 558 65 56 28

წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ - KedaLEADER Website Proposal.

სატენდერო პაკეტი უნდა მოიცავდეს:

** საკონტაქტო ინფორმაცია (კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელფოსტა, ვებგვერდი);
** დანართში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად მომზადებული ხედვა მომავალი ლოგოსა და ვებგვერდის დიზაინზე (მაკეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის)
** კომპანიის გამოცდილების ამსახველი მასალა (ლინკები, კამპანიები და ა.შ.)
** სამუშაოს შესრულების ვადა;
** მომსახურების საფასური.
** სატენდერო პაკეტის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, შემოთავაზება არ განიხილება.

CENN-ზე დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.cenn.org
გაიგეთ მეტი ჩვენს საქმიანობებზე - http://www.environment.cenn.org

პროექტის შესახებ: "ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის" (#KedaLEADER #ქედალიდერი) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: http://www.www.enpard.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე