სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლა).

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში დადგენილი სატელეფონო მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა;
** კლიენტის სატელეფონო სერვისით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით უზრუნველყოფა (ანგარიშებს შორის გადარიცხვები და ა.შ.);
** შემოსული ზარების მომსახურების არასათანადო კომპეტენციის შემთხვევაში კლიენტების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურასთან;
** სატელეფონო გმაოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
** ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
** მომხმარებლისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (Online chat, Facebook, e-mail);
** გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე.
** ტექნიკური უნარ-ჩვევები - კომპიუტერული პროგრამები - MS Office-ის ცოდნა;
** ქართული და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტრიებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე პირადი ნომრით და ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge; (პირადი ნომრის მითითება სასურველია).

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე