ტრენინგი - კრიპტოგრაფიული ვალუტები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - კრიპტოგრაფიული ვალუტები
მომწოდებელი: საკონსულტაციო კომპანია CDC
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
კომპანია "CDC" გთავაზობთ ტრენინგს "კრიპტოგრაფიული ვალუტები: განვითარება, პერსპექტივები და რისკები".

ტრენინგის პირველ დღეს გაეცნობით კრიპტოგრაფიული ვალუტის მათემატიკურ საფუძვლებს, აგრეთვე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და მის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა ამ ტექნოლოგიიდან გამომდინარე უპირატესობებისა და რისკების შეფასებას.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა კრიპტოგრაფიული ვალუტების გავლენას ეკონომიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ საზოგადოების კეთილდღეობაზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, რას მოელიან მისგან მხარდამჭერები და რა გლობალური რისკები შეიძლება წარმოიშვას მომავალში. ასევე, მნიშვნელოვანია კრიპტოგრაფიული ვალუტის გამოყენების თეორიული დასაბუთება და მისი კრიტიკული შეფასება როგორც მიკრო ეკონომიკურ, ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე, რაც დაკავშირებულია კრიპტოგრაფიული ვალუტის, როგორც ფულის გათეთრების ერთ-ერთი მიმზიდველი საშუალების, ჩრდილოვან ეკონომიკასთან მიმართებაში.

ტრენინგს გაუძღვება გიორგი ტომარაძე. გიორგის განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ტრირისა და პასაუს უნივერსიტეტებში. საინფორმაციო ტექნოლოგიების და ფინანსების განხრით სხვადასხვა ორგანიზაციაში მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო 2010 წლიდან იგი იკავებს ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას.

ტრენინგის თარიღები: 24-25 თებერვალი.
ტრენინგის საათები: 11:00-17:00 (30 წთ შესვენება: ლანჩი,დესერტი, ყავა/ჩაი).
მონაწილეობის საფასური: 325 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://compliance.ge/uploads/Btc.-1%20(1).pdf

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://compliance.ge/?pg=calendar&cid=67

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 თებერვალი, 18:00სთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 279798 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@compliance.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე