უსაფრთხოების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უსაფრთხოების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: კვირაში 4 დღე, 40 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტო ქსელის ოფისში წესრიგის კონტროლი და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** დამატებითი მოვალეობა: სხვადასხვა სამეურნეო საკითხებში ჩართვა.
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, კანდიდატს მოხდილი ჰქონდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების ადმინისტრატორი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე