სასწორის ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწორის ოპერატორი - ფოთი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ცემენტის წარმოებისა და რეალიზაციის გიგანტი ფრანგული კომპანია "LAFARGEHOLCIM"-ის პარტნიორი საქართველოში.

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ფოთში, ცემენტის ქარხანაში, სასწორის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული სატვირთო მანქანების აწონვა
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა
** აწონვის ბარათის და საგზურის გაფორმება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

აპლიკანტების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით:

** რეზუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ფოთი, კოკაიას ხეივანი #2
** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2018 წლის 9 მარტამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gcco.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე