სარეზერვო თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზერვო თანამშრომელი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო თანამშრომლის (მოლარე-ოპერატორი, სერვის კოორდინატორი, სატელეფონო ოპერატორი) პოზიციაზე.

შერჩეულ კანდიდატებს, გარკვეული მომზადების გავლის შემდეგ, ვთავაზობთ პერიოდულ დასაქმებას დროებით შემცვლელებად შესაბამისი ანაზღაურებით. მოლარე-ოპერატორის და სატელეფონო ოპერატორის პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ენები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 24.02.2018 წ, 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!​​​
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე