მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ("ტოიოტას ცენტრი", სოფ. დიღომი) მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 300 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე
** სასიამოვნო გარეგნობა
** თავაზიანი მომსახურების უნარი
** შრომისმოყვარე
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ქართული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 28 სუპერმარკეტს. ჩვენი სუპერმაკეტები მდებარეობს: თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, მუხრანში, წეროვანში, ნატახტარში, წილკანში, დუშეთში, ჟინვალში და ოკამში. 2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას რეგიონების მაშტაბით.

სუპერმარკეტებში არის მყუდრო და კონფორტული გარემო, პროდუქციის ფართო არჩევანი, მაღალი ხარისხის მომსახურება. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე