შეფ-მზარეული, მიმტანი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეფ-მზარეული, მიმტანი - რუსთავი
მომწოდებელი: Autopapa
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
რუსთავის ავტობაზრობა "Autopapa" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. შეფ-მზარეული

სამუშაოს აღწერილობა:

** ქართული და ევროპული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა
** რესტორნისთვის საფირმო კერძების მენიუს შემუშავება
** მზარეულებზე სამუშაოს გადანაწილება და კონტროლი
** კერძების დროულ და ხარისხიან მომზადებაზე პასუხისმგებლობის აღება
** სამზარეულოში სანიტარულ ნორმებზე პასუხისმგებლობის აღება
** სამზარეულოს მართვა და მარაგების კონტროლი
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და დაცვა სამზარეულოში.

ძირითადი მოთხოვნები:

** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სარესტორნო ბიზნესში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** რეცეპტებისა და კალკულაციების შექმნის და კონტროლის გამოცდილება
** სასურველია რუსული ენის სამეტყველო დონეზე ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000 ლარიდან

2. მიმტანი

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 30 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა აუცილებელია
** აუცილებელია კანდიდატი იყოს ქ. რუსთავიდან

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი
გამოცდილების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია პრაქტიკული სწავლების გავლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 09:00-დან 18:00-მდე, ნომერზე: +995 591 706225, ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@autopapa.ge და ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე