სამონტაჟო ბრიგადის მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამონტაჟო ბრიგადის მუშა
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
შპს "სერვის ნეტ გრუპი" გთავაზობთ თანამშრომლობას და დასაქმებას სამონტაჟო ბრიგადის მუშის პოზიციაზე, გამომუშავებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

** სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა;
** მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
** ჭებისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენება;
** სატელეფონო კანალიზაციის ვარგისიანობის შემოწმება;
** არსებული სატელეფონო კანალიზაციის აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
** სატელეფონო ბოძების გამაგრება/ გადატანა;
** კაბელების ჩადება სატელეფონო კანალიზაციაში; კაბელის გაყვანა შენობებეზე; საჰაერო კაბელების მონტაჟი;
** საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ფუნქციების შეთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
** აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: resume@servicenetgroup.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 570 100905 (10:00-18:00 საათებში), 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე