მარკეტინგისა და PR სამმართველოს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგისა და PR სამმართველოს უფროსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განვითარება
** მარკეტინგული და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და ჩამოყალიბება
** იმიჯის განმტკიცებისა და საბანკო პროდუქტების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის სარეკლამო კონცეფციებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება
** მარკეტინგული პროექტების კონცეფციისა და განხორციელების გეგმის შექმნა და დანერგვა
** სასპონსორო, საქველმოქმედო და სხვა სპეციალური პროექტების მართვა, მარკეტინგისა და პიარ კამპანიების განვითარება
** სხვადასხვა სარეკლამო არხის მეშვეობით სარეკლამო კამპანიის წარმოება
** ბანკის საფირმო სტილის უზრუნველყოფა
** ბანკის ოფისების ფასადისა და ინტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობის მენეჯმენტი
** ბანკის ვებ გვერდის საინფორმაციო და სარეკლამო კონტენტის კოორდინაცია
** კორპორატიული კომუნიკაციის სფეროში კომპლექსური საინფორმაციო გადაწყვეტილებების ფორმირებისა და რეალიზების განხორციელება და კონტროლი
** ბანკის პროფესიონალური და პოზიტიური იმიჯის დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით (სასურველია მაგისტრის წოდება)
** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** დიპლომატიური
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე