სასერტიფიკატო პროგრამა - მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

GIPA-ს მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი, განავითაროთ არსებული და სამომავლო საქმიანობა. პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ.

სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 28 თებერვალი.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე: მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერი.

საკონტაქტო პირი:

სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე